კომპანიის შესახებ

მთავარი / კომპანიის შესახებ

კომპანია ბორან სოფქიმია 2009 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.  მის ძირითად მიმართულებას მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.

დაარსების დღიდან კომპანია გახდა რამოდენიმე წამყვანი ევროპული და აზიური კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. დღეის მდგომარეობით კომპანია 25 საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე, რითიც სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი, პრაქტიკულად ყველა მიმართულება ათვისებულია, კერძოდ: მცენარეთა დაცვის საშუალებები, ძირითადი გამოკვების სასუქები, ფოთლოვანი გამოკვების სასუქები, წვეთოვანი გამოკვების სასუქები, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების სათესლე მასალა, მარცვლოვანი კულტურების სათესლე მასალა, სოფლის მეურნეობის ინვენტარი.

აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, შვეიცარია, გერმანია, იაპონია, ისრაელი, ამერიკა, თურქეთი, ჩინეთი, და ა.შ

შ.პ.ს „ბორან სოფქიმია“ საქართველოში არსებული, პრაქტიკულად ყველა მოწინავე ფერმერის და კომპანიის უცვლელი პარტნიორია. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე კომპანია საქართველოს მთლიანი ბაზრის დაახლოვებით 32%-ს ფლობს, რაც ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეების მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამასთან ერთად, კომპანიას საქართველოში ყველაზე დიდი საცალო და საბითუმო დაფარვის ქსელი აქვს განვითარებული, კერძოდ: 15-მდე საკუთრებაში არსებული ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი და ასევე 40-მდე ექსკლუზიურ დილერთა სარეალიზაციო პუნქტები. აღნიშნული წერტილებით პრაქტიკულად სრულად ხდება ბაზრის მოცვა, და კომპანიის მიერ გაიმპორტირებული პროდუქციის ხელმისაწვდომობა.